კერი მუსკატის ისტორია

31 Oct 2018

მე კერი ვარ და მინდა ჩემი ისტორია გიამბოთ,  2016 წელს ჩემი ტყუპი გოგონების მე-18 დაბადების დღე უნდა გვეზეიმა, მე კი  სამი დღით ადრე ძუძუს კიბოს დიაგნოზი დამისვეს.   ეს ნამდვილად არ იყო ის საჩუქარი, რაც ჩემი შვილებისთვის მინდოდა.

პირველად,  როდესაც  შევნიშნე უცნაური სიმკვრივე იღლიაში  ვიფიქრე იქნებ სითხის დაგროვება ან რაიმე მსგავსი მჭირდა და თავს ვიმშვიდებდი, თუმცა   ვცდებოდი.  45 წლის ასაკში  დამიდგინდა დიაგნოზი  – ლიმფური კვანძების  საეჭვო  მეტასტაზური დაზიანება ძუძუს კიბოდან.

კვლევების და კონსულტაციების რთული თვე მქონდა რომელიც დასრულდა ძუძუზე და ლიმფურ კვანძებზე ორი ოპერაციით. 5 ლიმფური კვანძი მქონდა  დაზიანებული და შესაბამისად ქიმიოთერაპია აუცილებლად მჭირდებოდა.  ონკოლოგთან ვიზიტი ყველაზე საშიში აღმოჩნდა ჩემთვის.

“როდესაც გეუბნებიან დარწმუნებით, რომ დაკარგავ თმას, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ქიმიოთერაპიის ყველა სხვა გართულება მაგ მოვლენასთან  შედარებით უმნიშვნელო ხდება” 

 დაიგეგმა ქიმიოთერაპიის 4 კურსი AC სქემით რომელიც ტარდება ყოველ 21 დღეს და 12 ყოველკვირეული კურსი წამლით, რომლის სახელია პაკლიტაქსელი. ერთ ერთი ურთულესი კიბოს დიაგნოზში ის გრძნობაა, რომ კომპლექსურად განიცდი იმას, თუ როგორ კარგავ ირგვლივ მოვლენების კონტროლს. არა მხოლოდ ის, რომ უნდა მიეჩვიო  სხვაგვარი  ცხოვრების წესს, არამედ უნდა იყო თმის გარეშე, როცა ყველა ხედავს რომ ებრძვი კიბოს. დავიწყე  ინფორმაციის  მოძიება, ქიმიოთერაპიაზე, ჩემს დიაგნოზზე,  თმისცვენაზე და „გუგლის“ მეშვეობით  აღმოვაჩინე ინფორმაცია თავის კანის გაგრილებაზე.

 ავსტრალიისთვის ცივი ქუდები ახალი ხილია, მხოლოდ რამდენიმე  კლინიკას აქვს  და უმრავლესობას არც კი გაუგია მათ შესახებ. შანსი იმისა რომ ახლოს მენახა ჰოსპიტალი შესაბამისი აღჭურვილობით იყო ძალიან მცირე.  პირველი ონკოლოგი, ვისაც შევხვდი ძალიან სკეპტიკურად და ცინიკურად იყო განწყობილი. ისეთი გრძნობა დამრჩა, რომ კიბოსთან ბრძოლაში საშუალებებში თმისცვენის კონტროლი მისთვის ბოლო ადგილზე იყო, და მისი აზრით ერთადერთი რისი მიღებაც შეიძლებოდა ეს იყო თავის ტკივილი და მკურნალობის დროის გახანგრძლივება.  საბედნიეროდ, ჩემი ექთანი რამდენიმე წლის წინ პრაქტიკას გადიოდა ინგლისში და რეალურად  ნანახი ჰქონდა ცივი ქუდების წარმატებული შედეგები.

 უფრო საბედნიეროდ კი აღმოვაჩინე რომ ჩემთან ახლოს იყო კერძო კლინიკა,  რომელსაც ერთმა ქველმოქმედმა   ადამიანმა შეუგროვა ფული პაქსმენის სისტემისთვის და გაირკვა რომ ამ კლინიკას შეეძლო ჩემი მიღება სამკურნალოდ.     ასე მე შევიცვალე კლინიკა და მკურნალი ექიმი. ბრძოლის ხასიათზე დავდექი.

საოცარ თავდაჯერებულობას ვგრძნობდი, ვიცოდი რომ ახლა უკვე გადავლახავდი ყველა დაბრკოლებას,  რასაც ქიმიოთერაპია მოიტანდა. ჩემი ქიმიოთერაპია დაიწყო 2016-ის შობამდე და გრძელდებოდა 2017-ის მაისამდე. პირველივე ჯერზე სიცივე არ წარმოადგენდა პრობლემას, რადგან მზად ვიყავი. ექთნები აღფრთოვენებულები იყვნენ ახალი პაქსმენით და ყველანაირად ცდილობდნენ მაქსიმალურად  დაეცვათ ინსტრუქციები. ისინი ფანტასტიურები იყვნენ. მეც ყველაფერს ვიცავდი, ვცდილობდი ქუდი მაქსიმალურად მომრგებოდა. ქიმიოთერაპიის პირველი სამი თვე გავატარე თავსახურავით, რადგან ვთვლიდი რომ კვირაში მხოლოდ ერთხელ დაბანილი თმა არ იქნებოდა მიმზიდველი, თუმცა შემდეგ დროთა განმავლობაში უფრო გავაქტიურდი თმის მოვლაში. ჩემი თმა შეთხელდა, თუმცა ეს შესამჩნევი არ იყო და ბედნიერი ვიყავი რომ პარიკის და თავსაბურავის საჭიროება არ მქონდა პაქსმენის ცივი ქუდების დამსახურებით.

 ჩემს ოჯახში ბევრი დღესასწაული იყო ამ პერიოდში. მე შემეძლო მიმეღო მათში მონაწილეობა, ვყოფილიყავი თავისუფლად. პაკლიტაქსელით მკურნალობის დასასრულისკენ თმებმა ინტენსიურად დაიწყო ზრდა ისე რომ ვერ ვამჩნევდი განსხვავებას ახალსა და ძველ თმას შორის.

აუცილებლად გავუწევ რეკომენდაციას  „პაქსმენს“ ყველას ვისაც ქიმიოთერაპია სჭირდება. ის დამატებითი ძალა რომელსაც ის განიჭებთ თმების შენარჩუნება, დაგეხმარებათ სხვა გვერდითი მოვლენების ადვილად დაძლევაში. მკურნალობის შემდეგ ჩემმა ქირურგმა რომ მნახა, გაკვირვებულმა აღნიშნა, რომ ისე გამოვიყურები თითქოს არაფერი  მომხდარა.  ნეტავ  სცოდნოდა რამდენი რამ გადამხდა…