„პაქსმენის“ პრეზენტაცია  ბათუმში

06 Sep 2018

კლინიკა  ’’ნიუ პლაზმამ’’   ბათუმში  „პაქსმენის“   ინოვაციური აპარატის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და თავად „პაქსმენის“ სამედიცინო წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლის ხელმძღვანელობით კლინიკის პერსონალს სერტიფიცირებული ტრენინგი ჩაუტარდა.

 

 „პაქსმენი“ წარმოადგენს აპარატს, რომლის სპეციალური ქუდის საშუალებით ხდება თავის კანის (სკალპის) გაგრილება საჭირო ტემპერატურამდე. სკალპის გაცივებისას მცირდება ქიმიოთერაპიული მედიკამენტაბის უარყოფითი ზემოქმედება თმის ფოლიკულებზე და ამიტომ ამ მეთოდს შეუძლია  ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის შეჩერება, ნაწილობრივ ან სრულად შენარჩუნება.

მრავალწლიანმა კლინიკურმა კვლევებმა ევროპაში აჩვენა თავის კანის გაგრილების მეთოდის ეფექტურობა ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის პრევენციისთვის. 2017 წლიდან კი ის ამერიკაშიც აღიარეს ოფიციალური სერტიფიცირებით.