როგორ მუშაობს “პაქსმენის” აპარატი – ტრენინგი

06 Sep 2018

კლინიკა “ნიუ პლაზმაში”  კომპანია  “პაქსმენის’’ წარმომადგენელმა ჯეიმს ტეილორმა, სერტიფიცირებული ტრენინგი ჩაატარა და კლინიკის სამედიცინო პერსონალს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია თავის კანის გაგრილების მეთოდის  და   “პაქსმენის” აპარატის  მუშაობის შესახებ.

 „პაქსმენი“  წარმოადგენს აპარატს, რომლის სპეციალური ქუდის საშუალებით ხდება თავის კანის (სკალპის) გაგრილება საჭირო ტემპერატურამდე. სკალპის გაცივებისას მცირდება ქიმიოთერაპიული მედიკამენტაბის უარყოფითი ზემოქმედება თმის ფოლიკულებზე და ამიტომ ამ მეთოდს შეუძლია  ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის შეჩერება, ნაწილობრივ ან სრულად შენარჩუნება.

მრავალწლიანმა კლინიკურმა კვლევებმა ევროპაში აჩვენა თავის კანის გაგრილების მეთოდის ეფექტურობა ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის პრევენციისთვის. 2017 წლიდან კი ის ამერიკაშიც აღიარეს ოფიციალური სერტიფიცირებით.

 კლინიკა ’’ნიუ პლაზმამ’’ ქიმიოთერაპიის დროს თმის ცვენის შესაჩერებელი აპარატი საქართველოში პირველად შემოიტანა და მკურნალობა ამჟამად ბათუმში არის შესაძლებელი.