შეაჩერე თმის ცვენა ქიმიოთერაპიის დროს

10 Sep 2018

რა არის თავის კანის გაგრილების სისტემა ?

„პაქსმენი“ წარმოადგენს აპარატს, რომლის სპეციალური ქუდის საშუალებით ხდება თავის კანის (სკალპის) გაგრილება საჭირო ტემპერატურამდე. სკალპის გაცივებისას მცირდება ქიმიოთერაპიული მედიკამენტების უარყოფითი ზემოქმედება თმის ფოლიკულებზე და ამიტომ ამ მეთოდს შეუძლია ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის შეჩერება, ნაწილობრივ ან სრულად შენარჩუნება.

მრავალწლიანმა კლინიკურმა კვლევებმა ევროპაში აჩვენა თავის კანის გაგრილების მეთოდის ეფექტურობა ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის პრევენციისთვის. 2017 წლიდან კი ის ამერიკაშიც აღიარეს ოფიციალური სერტიფიცირებით.

ქიმიოთერაპიის დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით პაციენტი ინარჩუნებს თმას „პაქსმენის“ თავის კანის გაგრილების სისტემის მეშვეობით.


როგორ მუშაობს სკალპის გაგრილების სისტემა?

ქიმიოთერაპიის ყველაზე შესამჩნევი გვერდითი მოვლენა თმისცვენაა. ეს ხდება თმის ფოლიკულზე წამლის უარყოფითი ზემოქმედების გამო. დაზიანება, რომელსაც ქიმიოთერაპია აყენებს თმის ფოლიკულს, შეიძლება შემცირებულ იქნეს თავის კანის გაგრილებით – თავის კანის ტემპერატურის შემცირებით უშუალოდ ქიმიოთერაპიის წინ, მის პროცესში და შემდეგ. ეს, თავის მხრივ, ამცირებს როგორც სისხლის, ასევე ქიმიური მედიკამენტის მოძრაობას თმის ფოლიკულამდე.

რა დრო სჭირდება თავის კანის გაგრილების პროცესს?

„ცივი ქუდის“ გამოყენება საჭიროა ქიმიოთერაპიამდე 30 წუთით ადრე, ქიმიოთერაპიის დროს და მაქსიმუმ 90 წუთით ინფუზიის შემდეგ (დრო დამოკიდებულია თერაპიის ტიპზე). ის გამოიყენება ყოველი ქიმიოთერაპიის ყოველი ციკლის დროს. ზოგადად პაციენტის დაყოვნებების ხანგრძლივობა კლინიკაში იზრდება დაახლოებით 1 საათით, თუმცა ეს არ მოქმედებს უარყოფითად პაციენტზე.

თმა გამცვივდება? 

 ეს არის პირველი შეკითხვა, რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანები სვამენ, როდესაც აღმოაჩენენ, რომ მათ სჭირდებათ ქიმიოთერაპია.

პაციენტების უმრავლესობის შეფასებით, ქიმიოთერაპიით მკურნალობისას გვერდით ეფექტებს შორის ყველაზე დიდ შიშს იწვევს თმის დაკარგვა. ამ დროს ფსიქოლოგიური ეფექტი მაღალია და შეიძლება დრამატული გავლენა იქონიოს პაციენტის მდგომარეობაზე. ქიმიოთერაპიის დროს თმის შენარჩუნება პაციენტებისთვის კონტროლის დაბრუნებას ნიშნავს, მათ შეუძლიათ პირადულობის შეგრძნების და მკურნალობის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნება.

თავის კანის გაგრილებით მიღებული შედეგი დამოკიდებულია ბევრ ისეთ ფაქტორზე, როგორიცაა: ქიმიოთერაპიის მედიკამენტი, სქემა და დოზები. ამიტომ ყველა პაციენტთან ერთნაირი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. არსებობს სქემები, რომელთა დროს დაბალია თმის შენარჩუნების შანსი და ამ შანსების გარკვევა პროფესიონალთან კონსულტაციის დროს არის შესაძლებელი. ასეთი კონსულტაციები კლინიკაში  “ნიუ პლაზმა”  უფასოა.

კონსულტაციისთვის დარეკეთ: 568104410 ან  მოგვწერეთ ფეისბუქგვერდზე:  https://www.facebook.com/newplasmaclinic/