რა არის თავის კანის გაგრილების მეთოდი?

    თავის კანის გაგრილება არის მკურნალობის მარტივი მეთოდი, რომელიც ახდენს ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებით გამოწვეული თმის ცვენის პრევენციას. დადასტურებულია, თავის კანის გაგრილება  ე.წ. “ცივი ქუდების” გამოყენება ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებაა და შედეგად შეიძლება მივიღოთ თმის შენარჩუნების მაღალი დონე ან თმის სრულად შენარჩუნება. პაციენტებისთვის ეს ერთგვარი კონტროლის დაბრუნებას ნიშნავს, მათ შეუძლიათ პირადულობის შეგრძნების და მკურნალობის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნება.