შარენის ისტორია

მე შარენი ვარ და გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ პაქმენის ცივი ქუდები შესახებ.

2018 წლის თებერვალში სკრინინგული მამოგრაფიით დამიდგინდა 1 სტადიის Her2 პოზიტიური ძუძუს კიბო. მას შემდეგ სამკურნალო პროცესები საკმაოდ სწრაფად წარიმართა.  15 თებერვალს გავიკეთე ოპერაცია,ძუძუს მცირე ნაწილი ამოკვეთეს სიმსივნესთან ერთად და რამდენიმე კვირაში დამჭირდა ქიმიოთერაპიის და ჰერცეპტინით სამიზნე თერაპიის დაწყება.

ისევე, როგორც ქალბატონთა უმრავლესობა, მეც შეწუხებული ვიყავი მოსალოდნელი თმისცვენის გამო. ვიცოდი რომ ავად ვიყავი, მაგრამ სურვილი არ მქონდა ჩემს ირგვლივ  ადამიანებსაც შეემჩნიათ, არა მარტო იმიტომ რომ სამუშაოს გაგრძელებას ვაპირებდი, არამედ, იმიტომ რომ მომღერალი ვარ და  მუსიკალურ გუნდში ვმღერი. ვერ წარმომედგინა   ხალხთან თმის გარეშე როგორ უნდა გამოვჩენილიყავი.  ვინმეს რომ შეძლებოდა აეცილებინა ჩემთვის ეს თმისცვენა მზად ვიყავი სამყაროს ყველა თანხა მიმეცა, მაგრამ მაშინ არ შემეძლო.

სამწუხაროდ „ნიუ ჰემფშირის“ ექიმებისაგან დამაიმედებელი ინფორმაცია ვერ მივიღე და გადავწყვიტე დამოუკიდებლად გამეგო თუ არსებობდა  მეთოდი რომელიც თმის ცვენას შეაჩერებდა. ძიების პროცესში აღმოვაჩინე   პაქსმენის ცივი ქუდების სისტემა. თუმცა,  ექთანი  ონკოლოგის მისაღებში მეუბნებოდა რომ არ ღირს  ამ მეთოდზე დროის და ფულის ხარჯვა,  რადგან თმის დაკარგვა გარდაუვალია.

პაქსმენმა იმედი ჩამისახა,  ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ, რომელისგანაც  განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვგრძნობდი გადავწყვიტეთ  შეგვეძინა პაქსმენის ქუდი და ქიმიოთერაპიის დროს გამომეყენებინა. იმის გამო რომ  „ ნიუ ჰემფშირში“  არ ჰქონდათ პაქსმენის აპარატი, მომიწია ბოსტონში, კლინიკა   „დანა ფარბერში“ კიბოს სამკურნალო ცენტრში მისვლა, სადაც თავის კანის გაგრილების მეთოდი ახალი დანერგილი იყო. დავიწყე  ქიმიოთერაპია და მასთან ერთად  პირველად გამოვცადე ჩემს თავზე  „პაქსმენის“ ცივი ქუდიც. ჩემი მუღლე და კლინიკის კვალიფიციური პერსონალი მაქსიმალურად გვერდით მედგა და მამხნევებდა.

ძალიან ვღელავდი – რა შეგრძნება მექნებოდა, როგორ იმოქმედებდა წამალი და ცივი ქუდი ჩემზე, რა შედეგს მივიღებდი, ვლოცულობდი, ეფექტური ყოფილიყო ჩემთვის ეს მეთოდი. ყველა დეტალს ყურადღებით ვაკვირდებოდი, ქუდის ზომას, მორგებული მქონდა  თუ არა კარგად. პირველი ციკლი კარგად წარიმართა. ძილი მომერია, რადგან საკმაოდ ბევრი წამალი გამიკეთდა ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენების მოსახსნელად.

ცივ  ქუდთან ადაპტაცია მალევე მოვახდინე, მხოლოდ ერთხელ მქონდა მცირედი თავის ტკივილი. თერაპიის დასრულების შემდეგ  ცივი ქუდი შევცვალე ნაქსოვი ქუდით. მკურნალობის განმავლობაში ვუვლიდი ჩემს თმას ისე როგორც მასწავლეს. დაბანისას,  თმას რომელიც  მცვიოდა ცალკე ვათავსებდი, რომ რეალურად შემეფასებინა დაკარგული თმის რაოდენობა.

ყოველი დაბანისას ვხედავდი, რომ ჩვეულებრივზე მეტი თმა დავკარგე თუმცა,  ეს პროცესი ქიმიოთერაპიასთან ერთად ნელა მიმდინარეობდა. თანდათან შემცირდა თმის რაოდენობა შუბლისა და თხემის ნაწილს შორის, თუმცა მთლიანი თმა არ დამიკარგავს . მადლიერი  ვარ პაქსმენის ოჯახის მიმართ, რომელმაც გამოიგონა ეს სისტემა. სურვილი მაქვს,  მთელმა სამყარომ გაიგოს ამ აპარატის შესახებ და  ხელმისაწვდომი გახდეს ყველა  ადამიანისთვის, რომლებსაც მისი  საჭიროება ექნებათ.

უნდა ვიცოდეთ,  რომ ქიმიოთერაპია და ცივი ქუდის სისტემა  ყველა შემთხვევაში ერთნაირ შედეგს ვერ მოგვცემს. მნიშვნელოვანია ადამიანებს ჰქონდეთ ფინანსური შესაძლებლობა, რომ შეძლონ კურსის ჩატარება. მე და ჩემმა მეუღლემ კრედიტი ავიღეთ და ვთვლი რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  იმედი მაქვს რომ ჩემი გამოცდილების გაზიარება დაეხმარება ჩემნაირ სიტუაციაში მყოფ პაციენტებს რომელთაც აქვს შანსი თმის შენარჩუნების პაქსმენის სისტემით და შეეძლებათ კონტროლის მოპოვება სიმსივნის მკურნალობის ამ გვერდით მოვლენაზე.