თმის მოვლა სისტემით სარგებლობის პროცესში
- არ შეგეშინდეთ თმის დავარცხნის. გონივრულია კარგი ხარისხის სავარცხლის გამოყენება, რადგანაც ცუდი ხარისხის სავარცხელს შეუძლია თქვენი თმის დაზიანება.
- მოერიდეთ თმის დახვევას და შეღებვას ქიმიოთერაპიის მიღების პერიოდში.
- მოერიდეთ თმის ზედმეტად გაცხელებას; გაიშრეთ ნაზად და არ გამოიყენოთ თმის დამასწორებელი უთოები!
- დაიბანეთ თმა ნელთბილი წყლით და გამოიყენეთ რბილი, მსუბუქი შამპუნი. სკალპი შეიძლება გახდეს მგრძნობიარე არომატებისა და კოსმეტიკურ შამპუნში არსებული კონსერვანტების მიმართ.
- აბურდული თმის დავარცხნა შეგიძლიათ ფართო კბილებიანი სავარცხლით შხაპის მიღებისას, რომლის დროსაც თმაზე უნდა დაიტანოთ დიდი რაოდენობით კონდენციონერი. ამგვარად თმის დავარცხნისას აბურდული თმის ნაწილი არ აზიანებს თმის ფესვებს.