როგორ მუშაობს თავის კანის გაგრილების სისტემა?

    დაზიანება, რომელსაც ქიმიოთერაპია აყენებს თმის ფოლიკულს, შესაძლებელია  შევამციროთ თავის კანის გაგრილების აპარატით, რომელიც მუშაობს სკალპის ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით შემცირების გზით, ქიმიოთერაპიის მიღებამდე, მიღების დროს და მის შემდეგ. ეს, თავის მხრივ, ამცირებს სისხლის მოძრაობას თმის  ფოლიკულამდე, რასაც შეუძლია თმის ცვენის შემცირება ან პრევენცია. პაქსმენის თავის კანის გაგრილების სისტემა გთავაზობთ კომფორტულ და მისაღებ არჩევანს, სკალპის გაგრილების სხვა მეთოდებთან შედარებით, მისი,  სითბოს გამოდევნის შესანიშნავი ტექნოლოგიის წყალობით.

რატომ ხდება ქიმიოთერაპიის დროს თმის დაკარგვა?

    ქიმიოთერაპია მიმართულია ორგანიზმში სწრაფად გამყოფ უჯრედებზე. თმა არის ორგანიზმში მეორე, ყველაზე სწრაფად გამყოფი უჯრედი და სწორედ ამიტომ ქიმიოთერაპიული პრეპარატები იწვევენ თმის ცვენას.ქიმიოთერაპია თმის ფოლიკულებზე იერიშს ზრდის ფაზაში ახდენს, რის შედეგადაც მისი დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირაში ხდება თმის ცვენა.