მკურნალობის დაწყებამდე , მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ

  • თუ გრძნობთ, რომ ქუდი თავზე საკმარისად მჭიდროდ არ გაქვთ, გთხოვთ, აცნობოთ სპეციალისტს.
    მნიშვნელოვანია ქუდი ეხებოდეს თავის გვირგვინს.
    ნიკაპთან სარტყელებმა შეიძლება არასასიამოვნო გრძნობა გამოიწვიოს, მაგრამ ეს აუცილებელია ქუდის მჭიდროდ დახურვისთვის. სამედიცინო ქუდი თუ არ იქნება მჭიდროდ შეკრული ის არ შეეხება თავის გვირგვინს, რამაც შესაძლოა ვეღარ შეაჩეროს თმის ცვენა. თუ სარტყელი იწვევს დისკომფორტს, სთხოვეთ სპეციალისტს გამოიყენოს დოლბანდი ნიკაბსა და სარტყელს შორის ბალიშად.
    სკალპის გაგრილების პროცედურისას თქვენ უნდა იგრძნოთ თავის თანაბარი გაგრილება. თუ ასე არ მოხდება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ სპეციალისტს.
    თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საბანი ან შარფი და დალიოთ დიდი რაოდენობით თბილი სასმელი, რათა გაუმკლავდეთ სიცივეს.
    მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს სამედიცინო გუნდთან თუ ფიქრობთ რომ შესაძლოა აგტკივდეთ თავი.
    თუ გაქვს აფრიკული ნაწნავები ან ხელოვნურად დაგრძელებული თმა, გთხოვთ, მოიშოროთ თავის კანის გაგრილების სისტემის გამოყენებამდე.

მკურნალობის შემდეგ:

  • მკურნალობის შემდეგ თქვენ შესაძლოა თმაზე შენიშნოთ ყინული.
  • მოერიდეთ თმაზე უხეში პროცედურების ჩატარებას, როგორიცაა შეღებვა, დაგრძელება, აფრიკული ნაწნავის გაკეთება, დახვევა, დასწორება და ა.შ.
  • დაივარცხნეთ თმა ნაზად და გამოიყენეთ ისეთი შამპუნი, რომელიც არ შეიცავს სულფატებს;
  • ქუდის გამოყენებისას მოსალოდნელია ზომიერი (30-50%) თმის ცვენა.
  • თუკი თქვენ არ გრძნობთ, რომ უნდა ატაროთ პარიკი ან თავსაბურავი, ეს უკვე ითვლება წარმატებად.
  • თქვენ შეიძლება აღგიდგეთ თმა ქიმიოთერაპიის დროს თავის კანის გაგირლების სისტემის გამოყენების პროცესში.

გვერდითი მოვლენები:

    საერთო გვერდითი მოვლენები, რამაც თავი იჩინა სხვა პაციენტებში თავის კანის  გაგრილების დროს:
  • ჩივილი სიცივესთან/სიცივისგან გამოწვეულ დისკომფორტთან დაკავშირებით;
  • თავის ტკივილი ზომიერიდან და მძიმემდე;
  • თავზე სიმძიმის შეგრძნება
  • შუბლის ტკივილი
  • კისრის მოვლა–გავლითი ტკივილი;
  • სიმსუბუქე ან თავბრუსხვევა (თავის კანის გაგრილების დროს და/ან ქუდის მოხდის შემდეგ პროცედურის ბოლოს)
  • ჩივილები არასასიამოვნო შეგრძნებებთან დაკავშირებით.